Friday, October 14, 2016

როგორ შევქმნათ რადიო უფასოდ (MoeRadio.ru)

ამ ინსტრუქციაში მე გასწავლით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საკუთარი ინტერნეტ-რადიოსადგური და ხალხმა შეძლოს მისი მოსმენა ინტერნეტის მეშვეობით. ხმის გადაცემის ხარისხი შესანიშნავია. იმ შემთხვევაში, თუ გემოვნებიან მუსიკასთან ერთად კარგი მიკროფონიც გაქვთ, მაშინ თქვენ არაფრით ჩამორჩებით წამყვან რადიოსადგურებს.

პირველ რიგში შევდივართ საიტზე, სადაც ვარეგისტრირებთ რადიო ტალღას სასურველი ვებ-მისამართის მიხედვით. გავდივართ რეგისტრაციის მარტივ პროცედურას. 
Логин станции (mountpoint) თქვენი რადიოს მისამართი იქნება, ამიტომ შეეცადეთ რამე ადვილად დასამახსოვრებელი სახელი შეურჩიოთ. რეგისრაციის დამთავრების შემდეგ არ დახუროთ ფანჯარა, რადგან გამოტანილი მონაცემები რადიოს დასაყენებლად დაგვჭირდება. 
http://moeradio.ru/index.php?option=com_wrapper&view=wrapper&Itemid=21









გადმოწერეთ უფასო პროგრამა - RadioBOSS Advanced, დააყენეთ (დააინსტალირეთ), შემდეგ შეიყვანეთ რეგისტრაციის დასრულებისას გამოტანილი მონაცემები . настройки -> настройки -> вешание, დასვნით ნიშანი იმ ადგილებზე, რომლებიც წითლად არის აღნიშნული. 



http://depositfiles.com/files/z70slb3w1













  1. რადიოს მართვისთვის საჭირო ცოდნას ილუსტრაციის ნახვით მიიღებთ. საჭიროა ყოველგვარი ცვლილების შენახვა, ამისათვის მივყვებით Настройки ->Сохранить профиль.
  2. 4
    არ დაგავიწყდეთ, რომ რადიოსთვის მთავარია დიდი რაოდენობით მსმენელი. ყოველთვის ეცადეთ გაუშვათ ისეთი მუსიკა, რომელიც თქვენს მეგობრებს მოსწონთ, მოუყევით რადიოს შესახებ ყველას. თქვენი რადიოს მისამართი იქნება მაგ: RogorGe.moeradio.ru. იმის გასაგებად, თუ რამდენი ადამიანი გისმენთ მოცემულ მომენტში ან გაინტერესებთ რადიოს სტატისტიკა, მიჰყევით Вид -> Broadcasting statistics.












                        წყარო: rogor.ge












როგორ გადავუღოთ Screenshot (სურათი) iPhone-ს ?

გინდათ რომ Screen Shot-გააკეთოთ თქვენი Iphone-ში და არ იცით როგორ? მიჰყევით ინსტუქციას, ეს ძალიან მარტივია.


მისათვის, რომ გააკეთოთScreen Shot-ი Apple iPhone-ზე ან iPod Touch-ზე, არ არის აუცილებელი რამე სახის პროგრამის დაყენება. აპარტს თვითონ აქვს ინტეგრირებული პროგრამა.
საკმარისია, რომ ერთდროულად დააჭიროთ - HOME-ს და ჩართვის ღილაკს.

2სკრინშოტები ინახება ფოტოებში, კონკრეტულად კი Camera Roll-ში

3სქრინშოტების კომპიუტერში გადმოსატანად, შეაერთებთ თქვენს iPhone-ს USB-ის მეშვეობით, შემდეგ შეხვალთ My Computer და Apple iPhone

როგორ ავიღოთ კრედიტი ბილაინზე, მაგთიზე და ჯეოსელზე?

  1. მაგთი (*500#) 
    სერვერის ხელმისაწვდომად აუცილებელია ქსელში ჩართული იყოთ 1 თვე.
    1 თვის მანძილზე აუცილებელია დახარჯული გქონდეთ მინიმუმ 5 ლარი.
    სერვერი ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ როდესაც ანგარიშზე არის დარჩენილი 50 თეთრი ან ნაკლები.
    სერვერი ხელმეორედ ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ როდესაც აღებულ კრედიტის დაფარავთ.
    კრედიტის დაფარვა ხდება ანგარიშის პირველივე შევსებისას.
  2. 2ბილაინი (*141#)
    კრედიტის ასაღებად აუცილებელია ქსელის მომხმარებელი იყოთ მინიმუმ 1 თვე.
    მიღებიდან 3 დღის შემდეგ თანხა ავტომატურად გაგეყინებათ.
    შემდეგი კრედიტის ასაღებად აუცილებელია დაიფაროს უკვე აღებული კრედიტი.
    კრედიტი შეადგენს 3 ლარს და თანხიდან ჩამოგეჭრებათ 30 თეთრი ეს სერვისის საფასურია.
  3. 3ჯეოსელი (*115#)
    ნომერი ქსელში ჩართული უნდა იყოს 1 თვეზე მეტ ხანს და ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ბალანსი შევსებული.
    კრედიტი შეადგენს 2 ლარს და თანხიდან ჩამოგეჭრებათ 40 თეთრი ეს სერვისის საფასურია.
    კრედიტის აღებიდან მისი დაფარვა აუცილებელია 1 თვის მანძილზე.
    სისტემა არ გამოიყენებს კრედიტის დასაფარად თანხას, რომელიც იქნება ჩარიცხული კრედიტის აღებიდან 1 საათის განმავლობაში.

როგორ გადავტვირთოთ iPhone

როცა რაღაც მიზეზის გამო თქვენი iPhone აღარ რეაგირებს, ან სენსორი, ან ცოტათი “ჭედავს” , ან უბრალოდ გინდათ რომ გადატვირთოთ და არ იცით როგორ გააკეთოთ ეს.

როგორ მოვიქცეთ თუ ელემენტი მალე ჯდება Android-ის სმარტფონზე

სმარტფონების ბევრი მომხმარებელი შეატყობდა, რომ მობილურის ელემენტი ხშირად საჭირო მომენტში ჯდება. როცა უსმენთ მუსიკას, დაკავშირებული ხართ ინტერნეტს, იყენებთ ბლუთუზს, ჩართული გაქვთ GPS და კითხულობთ ელ-წიგნებს ელემენტის ძალიან მალე წურავს თავის შესძლებლობებს და ჯდება. ბევრისთვის გამოსავალია დამტენის თან ტარება, თუმცა მის გარეშეც შეიძლება აღნიშნული პრობლემა მოაგვაროთ. თუ როგორ, გაეცანით ინსტრუქციას.

საფეხურები

  1. 1
    პირველ რიგში დაიწყეთ უკაბელო კავშირიდან Беспроводные сети, იგივე wireless and networks. შეამოწმეთ ჩართულია თუ არა ისეთი მოწყობილობები როგორიც არის Wi-Fi,Bluetooth ან GPRS. ყველაზე მეტად ისინი მოიხმარენ ენერგიას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოცემულ მომენტში არ გჭირდებათ მათი გამოყენება, გათიშეთ ისინი. ბევრს მუდმიად ჩართული აქვს Bluetooth, მისი ჩართვა კი რეკომენდებულია მხოლოდ საჭიროების დროს, როცა აპირებთ მონაცემების ფაილების, სურათების ან მუსიკის გადატანას. თუ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც არ არის ინტერნეტი და Wi-Fi, ის უნდა გათიშოთ, რადგან მოწყობილობა მუდმივად ეძებს შესაძლო წყაროს რომ დაუკავშირდეს მას, ეს კი ელემენტს უმცირებს სიცოცხლის განგრძლივობას. ასევე თუ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც არ იჭერს 3G, გადაიყვანეთ სისტემა 2G-ზე.
  2. 2
    გეოლოკაცია და GPS მოიხმარს დიდი რაოდენობით კვების წყაროს. ასე რომ ისინი ჩართეთ მხოლოდ მაშინ როცა მათი საჭიროება აუცილებელია. მისი გამორთვა კი მარტივად შეიძლება.
  3. 3
    ახლა დროა გადავიდეთ დისპლეის მიერ გამოყენებადი ენერგიის კონტროლზე. მასზეც არის დამოკიდებული ელემენტის გამძლეობა. ეკრანის ოფციებიდან შეცვალეთ სიკაშკაშე (яркость ,Brightness), დააყენეთ ის 30-40%-ზე თუ ატყობთ, რომ ვერ ახერხებთ ახლო მომავალში ტელეფონის დატენვას, შეგიძლიათ ის უფრო დაბალნიშნულზე დაიყვანოთ. დისპლეის პარამეტრებში ასევე აუცილებელია ეკრანის აქტიურბის დროის შეცვლა, მაგ თუ მობილურში არაფერს არ აკეთებთ და ის პასიურ მდგომარეობაში მისი ეკრანი რომჩაქვრეს 10 წამში ან 20 ში. ნუ დააყენებთ 30 წამზე მეტს. ტელეფონი უმოქმედობის დროს "ძილის რეჟიმში" უნდა გადავიდეს.
  4. 4
    დაინსტალირებული აპლიკაციებიც იყენებენ ენერგიას. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებს ჰგონიათ, რომ დახურეს და გათიშეს აპლიკაცია, თუმცა უმეტესს შემთხვევაში ისინი ფონურ, პასიურ რეჟიმში მაინც აგრძელებენ მუშაობას და ცლიან ელემენტს. გადახედეთ თქვენი აქლიკაციების სიას, მოშალეთ არასაჭირო (რასაც დიდი ხნის მანძილზე არ იყენებთ). ასევე აკონტროლეთ, რომ გათიშოთ და არ "ჩაკეცოთ" უბრალოდ ისინი.
  5. 5
    Google Play-დან შეგიძლიათ გადმოწეროთ სრულიად უფასოდ აპლიკაცი სახელად Battery Doctor. მასზე რამდენიმე დაკლიკებით არის შესაძლებელი მოახდინოთ ენერგიის ხარჯვის "ოპტიმიზირება". პროგრამა ასევე ეკრანის სიკაშკაშის , უსადენო ქსელის კონტროლის, ზარის ხმის, ტელფონის ვიბრაციის და სხვა მრავალი ფუნქციის რეგულირების საშუალებას გაძლევთ. დამეტებით კი შეგიძლიათ მუდმივად აკონტროლოთ ზუსტად რამდენ პროცენტზეა ეკემენტის ენერგია და რამდენი ხანი გეყოფათ ის.

Thursday, October 13, 2016

როგორ აღვადგინოთ შეუნახავი დოკუმენტი Word 2010-ში

ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც შექმნია Word-ში აკრეფილი ტექსტის დაკარგვის პრობლემა. ეს პრობლემა მაიკროსოფტის თანამშრობლებმა გადაწყვიტეს Word-ში დამატებითი ფუნქციის დამატებით. იგი საშუალებას იძლევა მითითებული ინტერვალის მიხედვით შეინახოს იმ დოკუმენტების ასლი, რომელშიც ხორციელდება მუშაობა. თუ ჩვენ რაიმე მიზეზის გამო ვერ მოვახერხებთ მის შენახვას, პროგრამა მოგვიანებით მოგვაწვდის თავის შენახულ ასლს.

  1. მისათვის, რომ დაარეგულიროთ პროგრამის შენახვის ფუნქციის ინტერვალი (რამდენ წუთში ერთხელ შექმნას ასლი) საჭიროა დააჭიროთ მარცხენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს File (Файл) -> Options (Параметры)გახსნილ ფანჯარაში მარცხნივ მდებარე ჩამონათვალიდან აირჩიეთ Save (Сохранение).
  2. 2მიუთითეთ სასურველი ინტერვალი save AutoRecover information every (Автосохранение каждые)-ში და ნიშნული გაუკეთეთ Keep last autosaved version if I close without saving (Сохранять последнюю автосохраненную версию). ცვლილებების გაკეთების შემდეგ, მოქმედების დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს OK.
  3. 3იმ შემთხვევაში თუ თქვენ მომავალში დაგჭირდებათ Word-ის მიერ ავტომატურად შენახული ფაილის აღდგენა, საჭიროა შეხვიდეთ File (Файл) -> Info (Сведения). დააჭირეთ ღილაკს Manage Versions (Управление версиями) და ჩამონათვალში აირჩიეთ Recover Unsaved Documents (Восстановить несохраненные документы).
  4. 4გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი აღსადგენი ფაილი და დააჭირეთ ღილაკს Open (Открыть). მას შემდეგ რაც თქვენ გახსნით ამ დოკუმენტს საჭიროა მისი შენახვა, რადგან თავიდან ავიცილოთ ის პრობლემა, რომელიც აქამდე შეგვექმნა. ამისათვის კვლავ დააჭირეთ ღილაკს File (Файл) -> Save As (Сохранить как), მიუთითეთ ადგილი სადაც გსურთ შეინახოს ეს ფაილი და დააჭირეთ ღილაკსSave (Сохранить).

როგორ ვეძებოთ სწორად Google-ს დახმარებით


ინტერნეტში მომუშავე ყველა პიროვნებისათვის ცნობილია საძიებო სისტემათა ლიდერი Google. ნებისმიერმა იცის მის საძიებო ველში სასურველი სიტყვის ჩაწერა. ბევრისათვის უცნობია ის თავისებურებები, რომელთა ცოდნაც საჭიროა სასურველი ინფორმაციის სწორად მოსაძებნად.


საფეხურები

  1. 1იმისათვის, რომ ვეძებოთ ჩვენთვის საჭირო ფაილის ტიპი, საძიებო ველში უნდა ჩავწეროთ: Filename Filetype:Format (სადაც "Filename" - იმ ფაილის სახელია რომელსაც ეძებთ, ხოლო "Format" - საჭირო ფაილის გაფართოება). მაგალითად: "პოეზია Filetype:pdf".
  2. 2იმისათვის, რომ ინფორმაცია კონკრეტულ საიტებზე ეძებოთ, უნდა აკრიფოთ: სიტყვა Site:.დომენი (სადაც "სიტყვა" - იმ ფაილის სახელია რომელსაც ეძებთ, ხოლო ".დომენი" - საჭირო დომენის ზონა). მაგალითად: "Information site:.ge"
  3. 3იმისათვის, რომ ვიპოვოთ რომელიმე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა, უნდა ავკრიფოთ: Define:Word(სადაც "Word" - სიტყვაა რომლის მნიშვნელობას ვეძებთ). მაგალითად: "Define:Business".
  4. 4Google-ს საშუალებით მოსახერხებელია ამინდის პროგნოზის გაგება, რისთვისაც საჭიროა საძიებო ველში ჩაწეროთ: "Tbilisi Weather". აგრეთვე შესაძლებელია ქალაქის სახელის მაგივრად საფოსტო ინდექსის დაწერა.
  5. 5Google ასევე გვთავაზობს კალკულატორის ფუნქციას, რომლის გამოყენებისთვისაც საჭიროა საძიებო ველში ჩაწეროთ რიცხვები შემდეგი წესით: მაგალითად, "5 + 4" ან "9 * 2". ასეც შეიძლება: "12 + 34 - 56 * 7 / 8"
  6. 6შესაძლებელია ვალუტის კურსის გაგება. მაგალითად ჩაწერეთ"1 USD in EUR", რაც გვიჩვენებს 1 ამერიკული დოლარის კურსს ევროსთან მიმართებაში.
  7. 7ვალუტის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "1500 usd to euro" და ვნახავთ რამდენი ევრო იქნება 1500$.
  8. 8ტემპერატურის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "30 C to F" და Google გვაჩვენებს რამედი ფარენჰეიტი იქნება 30 გრადუსი ცელსიუსი.
  9. 9მანძილის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "500 kilometers to miles" რის შემდეგაც მივიღებთ იფრომაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მილი იქნება 500 კილომეტრი.
  10. 10

როგორ შევქმნათ ბლოგი wordpress.com-ზე

თქვენ თუ ბლოგის შექმნა გადაწყვიტეთ ძალიან ბევრი არჩევანი გაქვთ. არსებობს უამრავი ბლოგინგ საიტი როგორებიცაა Wordpress, Blogspot, Blogger და ასე შემდეგ. არჩევანი თქვენზეა და არ ხართ შეზღუდული არაფერში. ამ ინსტრუქციაში ახსნილია, თუ როგორ დავიწყოთ ბლოგი Wordpress-ზე.

შედით შემდეგ მისამართზე http://wordpress.com/  და სურათზე როგორც არის ნაჩვენები დააჭირეთ "Sign Up" ღილაკს, რომელიც რეგისტრაციის გვერდზე გადაგიყვანთ. 

შეავსეთ ველები ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ანუ შეიყვანეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი (აუცილებლად შეიყვანეთ მოქმედი მისამართი ვინაიდან ის აქტივაციისთვის არის საჭირო), თქვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი და პაროლი, აირჩიეთ ბლოგის მისამართი (სწორად შეარჩიეთ, ვინაიდან სწორედ ამ მისამართით შეეძლება თქვენს მომხმარებელს ბლოგზე შემოსვლა), დააჭირეთ ღილაკს "Create Blog".

მას შემდეგ რაც შეასრულებთ წინა ორ ნაბიჯს, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ აქტივაციის ბმული. მას შემდეგ რაც გააქტიურებთ თქვენს ანგარიშს, თქვენ შედიხართ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და გადიხართ ავტორიზაციას.

                 თქვენ უკვე საკუთარი ბლოგი გაქვთ!

როგორ გავხალისდეთ Google-ს საშუალებით

თუ მოიწყინეთ და არ იცით რითი გაერთოთ კომპიუტერთან ყოფნისას, აქაც Google შეეცდება თქვენს დახმარებას. გაეცანით ინსტრუქციას და რამოდენიმე წუთით გახალისდით.


ეს შეიძლება ბევრისათვის იყოს ნაცნობი. ვინც იცით გაიხსენეთ, ვინც არა სცადეთ. ჩაწერთ გუგლში http://www.mrdoob.com/projects/chromeexperiments/google-gravity/   ან აქვე დააკლიკეთ.

გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერეთ : do a barrel roll და დააკლიკეთ ძებნას. თუ არაფერი მოხდა, გადატვირთეთ (დაარეფრეშეთ გვერდი. F5). უმჯობესია თუ Google Chrome ბრაუზერში ცდით,
 
ჩაწერეთ საძიებო სისტემაში : Tilt, ნახავთ, რომ დაიხრება და დაწვრილდება გუგლი.
ჩაწერეთ გუგლში: Zerg rush გამოჩნდება თამაში, რომელიც გავს ბუშტების გამხეთქავს.

ჩაწერეთ ეს ლინი საძიები ველში http://www.google.com/logos/2011/lespaul.html, ან დააკლიკეთ აქ http://www.google.com/logos/2011/lespaul.html შეგიძლით გაირთოთ თავი გიტარის ჰანგებით.


კიდე ერთი სასაცილო რამ გუგლისგან http://www.google.com.hk/intl/zh-CN/landing/shuixia/  და ნახავთ, რომ სისტემა დაიწყებს ხან წყალში ჩაძირვას ხან ტივტივს.ჩაწერეთ რამე მოაძებნინეთ და ნახავთ რომ მოთხოვნილ ტექსტზე თემატურად გამოჩნდება ფოტოები, რომლებიც ასევე ჩაიძირებიან წყალში.

როგორ მოვიქცეთ Facebook-ის დავირუსებისას

შეცვალეთ პაროლი
ფეისბუქის ზედა მარჯვენა მხარეს შენიშნავდით ლურჯ ისარს, რომელიც მიუთითებს ქვემოთა მიმართულებას. დააკლიკეთ მას და აირჩიეთ Settings. თუ გიჭირთ პოვნა შეგიძლიათ გადახვიდეთ 
პირდაპირ ბმულზეhttps://www.facebook.com/settings  პაროლის ველზე დააკლიკეთ და შეცვალეთ ის ახლით. გაიმეორეთ ორჯერ ახალი პაროლი. შეცვლისას კი მიუთითეთ, რომ ყველა სხვა მოწყობილობიდან მოხდეს გამოსვლა. გაიარეთ ხელახლა ავტორიზაცია და გადადით შემდეგ საფეხურზე.

წაშალეთ ძველი უსარგებლო და უცნობი აპლიკაციები
მარცხენა ველში დაბლა მენიუში იპოვეთ ღილაკი APPS. დააკლიკეთ მას. თუ ვერ ნახეთ გადადით ბმულზე

https://www.facebook.com/settings?tab=applications 
  1. გახსნილ გვერდზე თქვენ ნახავთ ყველა აპლიკაციას, რომელსაც ოდესმე დაეთანხმეთ. გირჩევთ გაასუფთავოთ ყველა მათგანი სათითაოდ რომელსაც ვერ იხსენებთ, ან უსარგებლოა ძველი და არ იყენებთ. წაშლა მარტივად ხდება, მიიტანეთ მაუსი და დააკლიკეთ წაშლას, Remove.
  2. 3მოშალეთ არსებული ვირუსები თქვენი Timeline-დან
    გადადით თქვენს Timeline-ზე და ყველა იმ პოსტს სადაც ხართ მონიშნული თქვენ, ან თქვენ გყავთ სხვები დათაგული მიუთითეთ Hide From Timeline, ქართულად კი იქნება დამალვა. ან მისცეთ წაშლა და პოსტი წაიშლება.
  3. 4იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ უხერხულბა და დისკომფორტი სოციალური ქსელის გამოყენებისას, დაუკვირდით თუ რომელ აპლიკაციებს ეთანხმებით. ასევე რომელ ვებ-გვერდზე გადაყავხართ. აგრეთვე შესაძლებელია საერთოდ დაბლოკოთ აპლიკაციბის დაყენება და სხვადასხვა ვებ გვერდზებზე facebook-ით ავტორიზება. ამისთვის კი პლიკაციების გვერდზე, ქვემოთ იპოვეთ Apps, Websites and Plugins უჯრა და Enable- შეცვალეთ Disable-თი. ამით თქვენს სოციალურ ქსელს რიგ ფუნქციებს მოაკლებთმ თუმცა უფრო დაცული იქნებით დავირუსებსგან.