Thursday, October 13, 2016

როგორ შევქმნათ ბლოგი wordpress.com-ზე

თქვენ თუ ბლოგის შექმნა გადაწყვიტეთ ძალიან ბევრი არჩევანი გაქვთ. არსებობს უამრავი ბლოგინგ საიტი როგორებიცაა Wordpress, Blogspot, Blogger და ასე შემდეგ. არჩევანი თქვენზეა და არ ხართ შეზღუდული არაფერში. ამ ინსტრუქციაში ახსნილია, თუ როგორ დავიწყოთ ბლოგი Wordpress-ზე.

შედით შემდეგ მისამართზე http://wordpress.com/  და სურათზე როგორც არის ნაჩვენები დააჭირეთ "Sign Up" ღილაკს, რომელიც რეგისტრაციის გვერდზე გადაგიყვანთ. 

შეავსეთ ველები ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ანუ შეიყვანეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი (აუცილებლად შეიყვანეთ მოქმედი მისამართი ვინაიდან ის აქტივაციისთვის არის საჭირო), თქვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი და პაროლი, აირჩიეთ ბლოგის მისამართი (სწორად შეარჩიეთ, ვინაიდან სწორედ ამ მისამართით შეეძლება თქვენს მომხმარებელს ბლოგზე შემოსვლა), დააჭირეთ ღილაკს "Create Blog".

მას შემდეგ რაც შეასრულებთ წინა ორ ნაბიჯს, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ აქტივაციის ბმული. მას შემდეგ რაც გააქტიურებთ თქვენს ანგარიშს, თქვენ შედიხართ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და გადიხართ ავტორიზაციას.

                 თქვენ უკვე საკუთარი ბლოგი გაქვთ!

1 comment:

  1. Gambling on the Strip - Where You can play, when and how
    The gambling on 용인 출장샵 the Strip is not just 제천 출장마사지 for 보령 출장마사지 people who are 경주 출장샵 looking for quality entertainment, but 광양 출장마사지 also for anyone who's

    ReplyDelete