ინტერნეტში მომუშავე ყველა პიროვნებისათვის ცნობილია საძიებო სისტემათა ლიდერი Google. ნებისმიერმა იცის მის საძიებო ველში სასურველი სიტყვის ჩაწერა. ბევრისათვის უცნობია ის თავისებურებები, რომელთა ცოდნაც საჭიროა სასურველი ინფორმაციის სწორად მოსაძებნად.
საფეხურები
- 1იმისათვის, რომ ვეძებოთ ჩვენთვის საჭირო ფაილის ტიპი, საძიებო ველში უნდა ჩავწეროთ: Filename Filetype:Format (სადაც "Filename" - იმ ფაილის სახელია რომელსაც ეძებთ, ხოლო "Format" - საჭირო ფაილის გაფართოება). მაგალითად: "პოეზია Filetype:pdf".
- 2იმისათვის, რომ ინფორმაცია კონკრეტულ საიტებზე ეძებოთ, უნდა აკრიფოთ: სიტყვა Site:.დომენი (სადაც "სიტყვა" - იმ ფაილის სახელია რომელსაც ეძებთ, ხოლო ".დომენი" - საჭირო დომენის ზონა). მაგალითად: "Information site:.ge"
- 3იმისათვის, რომ ვიპოვოთ რომელიმე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა, უნდა ავკრიფოთ: Define:Word(სადაც "Word" - სიტყვაა რომლის მნიშვნელობას ვეძებთ). მაგალითად: "Define:Business".
- 4Google-ს საშუალებით მოსახერხებელია ამინდის პროგნოზის გაგება, რისთვისაც საჭიროა საძიებო ველში ჩაწეროთ: "Tbilisi Weather". აგრეთვე შესაძლებელია ქალაქის სახელის მაგივრად საფოსტო ინდექსის დაწერა.
- 5Google ასევე გვთავაზობს კალკულატორის ფუნქციას, რომლის გამოყენებისთვისაც საჭიროა საძიებო ველში ჩაწეროთ რიცხვები შემდეგი წესით: მაგალითად, "5 + 4" ან "9 * 2". ასეც შეიძლება: "12 + 34 - 56 * 7 / 8"
- 6შესაძლებელია ვალუტის კურსის გაგება. მაგალითად ჩაწერეთ"1 USD in EUR", რაც გვიჩვენებს 1 ამერიკული დოლარის კურსს ევროსთან მიმართებაში.
- 7ვალუტის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "1500 usd to euro" და ვნახავთ რამდენი ევრო იქნება 1500$.
- 8ტემპერატურის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "30 C to F" და Google გვაჩვენებს რამედი ფარენჰეიტი იქნება 30 გრადუსი ცელსიუსი.
- 9მანძილის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "500 kilometers to miles" რის შემდეგაც მივიღებთ იფრომაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მილი იქნება 500 კილომეტრი.
- 10
No comments:
Post a Comment